понедельник, 2 апреля 2012 г.

პროექტის სახელწოდება

,,თანატოლგანმანათლებლობიდან თანატოლთა თანადგომამდე“

პროექტის მთავარი იდეა (თემა) : IX კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე გაეცნენ რა სახელმწიფოს ვალდებულებებს (სოციალურად დაუცველთათვის) სოციალური გარანტიების შესახებ , დისკუსიისას გამოთქვეს აზრი, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები საჭიროებენ მეტ დახმარებას და თანადგომას. -მოსწავლეებს შევთავაზე საქველმოქმედო ღონისძიების მოწყობა , რომელიც გულისხმობს ასეთი ბავშვების დადგენას , მათთან ოჯახში სტუმრობას და ქმედით დახმარებას (მაგ.:სახელმძღვანელოებით , საკვები პროდუქტებით , სამოსით , საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილების მომზადებაში) .
სამოქმედო გეგმა :
1.მინი-ლექცია თემაზე : ,,სოციალურად დაუცველ თანატოლთა პრობლემები. როგორ დავეხმაროთ მათ ვისაც ჩვენი თანადგომა ესაჭიროება“
2.ჯგუფების ჩამოყალიბება და ფუნქციების გადანაწილება
3.რესურსების მოძიება
4.მოქმედებების განხორციელება
5.შეფასება
პროექტის აქტუალობა : ახლანდელ დროში სხვადასხვა გარემოებათა გამო ბევრი ადამიანი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა . მათ დასახმარებლად არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები , დახმარებას უწევენ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციები , მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრი არსრულწლოვანები , რომლებიც გარკვეული რისკის მატარებლები არიან (სიდუხჭირის გამო კრიმინალთა გავლენის ქვეშ მოქცევა და სხვა) , ამიტომ აუცილებელია მათ მივაქციოთ მეტი ყურადღება და ვაგრძნობინოთ ჩვენი პატივისცემა.
პროექტის მიზნები :  მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია ფოთელი ,  სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრ არსრულწლოვანთა შესახებ , გაეცნონ მათ და დაადგინონ მათთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემები . გამოუმუშავდეთ ასეთ თანატოლებთან კომუნიკაციის და მათი პატივისცემის , თანაგრძნობისა და დახმარების სურვილი.
ვადები/ხანგრძლივობა :  15.04-დან 15.06.12-ის ჩათვლით.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები გაეცნობიან სტატისტიკურ მონაცემებს ქალაქში (ქვეყანაში) სოციალურად დაუცველი ადამიანების (ოჯახების) შესახებ , გაითავისებენ თუ რამდენად სჭირდებათ მათ ჩვენი ადმიანური ყურადღება, რომ თავი, ჩვენი, საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ. მოსწავლეები დაამზადებენ პლაკატებს და ბუკლეტებს თავიანთი თანატოლების პრობლემებისა და მათი გადჭრის გზების შესახებ , დაარიგებენ ბუკლეტებს და ამ გზით საზოგადოებას გარკვეულ ნაწილს მიაწოდებენ ინფორმაცის თავიანთი თანატოლების მდგომარეობის შესახებ; მათ დასახმარებლად მოიძიებენ თანხებს, შემოწირულობებს . გაკვეთილების მომზადებაში დახმარებისას (სწავლება- -სწავლა) მოსწავლეები თავადაც გაიღრმავებენ ცოდნას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : კომპიუტერი (ლეპტოპი) ,      Msword და PowerPoint პროგარამები, პროექტორი, ქსეროქსი, საბეჭდი ქაღალდი, ქაღალდი პლაკატებისათვის, აკვარელის ან გუაშის საღებავი და ფუნჯები ან/და მარკერები, CD და DVD დისკები, სახელმძღვანელოები ასაკობრივი ჯგუფების (კლასების) მიხედვით.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) :
1. – I ჯგუფს დაევალოს ქალაქის სცუზრუნველყოფის სამსახურის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ჩაატაროს მოკვლევა, დაადგინოს  სოციალურად დაუცველი ოჯახების, იმ არასრულწლოვნების ვინაობა რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებას და თანადგომას;
2.- II ჯგუფს დაევალოს პრეზენტაციის მომზადება; ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით მოსაწვევების, პლაკატების და ბუკლეტების დამზადება;
3.-III ჯგუფს დაევალოს გასართობი პროგრამის მომზადება; მუსიკისა(სიმღერის) და ცეკვის მასწავლებელთა დახმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებში იმ ნიჭიერი ბავშვების ,,აღმოჩენა“  რომლებსაც შეუძლიათ ცეკვა - სიმღერა და მათი მიზიდვა როგორც ამ პროექტის საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე  მომავალ, სავარაუდო ღონისძიებებშიც მონაწილეობის მისაღჱბად;
4.-IV ჯგუფს დაევალოს სკოლის ახლომდებარე ტერიტორიაზე , მ.კოსტავას ქუჩაზე არსებული სათნოების სახლის ხელმძღვანელობასთან დაადგინონ, სარგებლობენ თუ არა მათი მოსახურებით სოციალურად დაუცველი ბავშვები და თუ სარგებლობენ შესაძლებელია თუ არა ამ ბავშვებისათვის (ყველა ბენეფიციარისათვისაც) იქვე რაიმე გასართობი ღონისძიების მოწყობა;
5.- მშობლებისაგან საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება და მათი მეშვეობით ყველა ბენეფიციარისათვის საჩუქრების დამზადება/შეძენა (წინდები, რვეულები, ჩანთები , კალმისტრები და სხვა.); - ღონისძიების/პრეზენტაციის დღეს ალაფურშეტის მოწყობა;
6.-პროექტის პრეზენტაციის შეფასება, მსვლელობისას გადაღებული სურათებით სლაიდ-შოუს მოწყობა;
7.-პროექტის ამსახველი ბუკლეტების დამზადება შესაბამისი ფოტოკოლაჟითა და რუბრიკებით.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ , ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : სამოქალაქო განათლება, ხელოვნება, მუსიკა, ცეკვა, I.T.,ქართული, საქარათველოს ისტორია; ე.ს.გ.-ის სტანდარტი მოქ.IX.1 , მოქ.IX.5, მოქ.IX.9 .
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) : გრიგოლ მურვანიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : gia39158@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი : gia39158.blogspot.com